მუშაობა გერმანიაში - სამსახური და ვიზა

გერმანიაში დასაქმება სპეციალისტებისათვის მთელი მსოფლიოდან

გერმანია მიგრაციისათვის პოპულარული და მიმზიდველი ქვეყანაა, სადაც კვალიფიცირებული სპეციალისტების ნაკლებობაა. ჩვენ ამოცანად დავისახეთ, გავუმკლავდეთ სპეციალისტების ნაკლებობას, იმით, რომ უცხოელ სპეციალისტებს გერმანიაში სამსახურის მოძიებაში დავეხმაროთ. ჩვენ მხარდაჭერას ვთავაზობთ ცხოვრებასა და სამსახურში ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვაშიც.

ეძებთ დასაქმებას გერმანიაში? ჩვენთან ერთად ეს მარტივია!

ჩვენი ინტერნეტ-პლატფორმის მეშვეობით დამსაქმებლებს გერმანიაში შეუძლიათ იპოვონ და დაეკონტაქტონ უცხოელ სპეციალისტებს. ამასთან სპეციალისტებისათვის სამუშაოს ძიება განსაკუთრებით მარტივია:

  • Employland-ში რეგისტრაციის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ და უფასოდ გამოაქვეყნოთ თქვენი პირადი პროფილი. ჩვენს ონლაინ ფორმულარებში ვსვამთ ყველა იმ შეკითხვას, რაც გერმანიაში კომპანიებისათვის არის მნიშვნელოვანი.
  • თქვენი პირადი პროფილის მეშვეობით თქვენი პოვნა შესაძლებელი იქნება გერმანიაში ნებისმიერი კომპანიისათვის. მხოლოდ Employland - ზე დარეგისტრირებულ დამსაქმებლებს შეუძლიათ პროფილის ყველა მონაცემის სრულყოფილად ნახვა.
  • Employland - ის შემთხვევაში პირველი კონტაქტი ყოველთვის დამსაქმებლის მხრიდან მყარდება, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფილის სრულყოფილად შევსება. კომპანიების ვაკანსიები Employland- ზე არ არის განთავსებული.

დამსაქმებელთან შუამდგომლობა სპეციალისტებისათვის ყოველთვის უფასოა; გადასახადს მხოლოდ დამსაქმებელი იხდის.

ვიზა, მუშაობის ნებართვა და კვალიფიკაციის აღიარება

იმისდა მიხედვით, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქე ხართ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში სხვადასხვა განაცხადი ივსება. ეს მაგალითად შესაძლებელია იყოს განაცხადი ქვეყანაში ყოფნის ნებართვაზე ან პროფესიული განათლების ან უმაღლესი განათლების აღიარების მოთხოვნა. ჩვენ დაგეხმარებით ამაში. როგორც წესი, ამასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის თქვენი მომავალი დამსაქმებელი.

გერმანული ენა

პროფესიული და სამართლებრივი წინაპირობების პარალელურად თქვენ გესაჭიროებათ გერმანული ენის სათანადო ცოდნა, რათა გერმანიაში მუშაობა შეძლოთ. ზოგიერთი პროფესიებისათვის დასაქმების ნებართვის მისაღებად ენის სერტიფიკატის წარდგენაა საჭირო. გერმანული ენის კარგად ფლობა მნიშვნელოვანია ასევე გერმანიაში სწრაფი ადაპტაციისათვის, მეგობართა წრის შეძენისა და თავისუფალი დროის აქტიურად გამოყენებისათვის.

გერმანიის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ჩვენ პლატფორმას გთავაზობთ მხოლოდ გერმანულ და ინგლისურ ენებზე. თუკი გიძნელდებათ ონლაინ პროფილის ველების შევსება, გირჩევთ, გაიაროთ გერმანული ენის კურსი.

ამ გვერდზე, ქვემოთ, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, თუ რომელი სკოლები გთავაზობთ თქვენს სამშობლოში გერმანული ენის შესწავლას. გთხოვთ, უშუალოდ სკოლაში მიიღოთ ინფორმაცია იმაზე, შესაძლებელია თუ არა იქ საჭირო გამოცდების ჩაბარება და აღიარებულია თუ არა მათ მიერ გაცემული სერტიფიკატი გერმანიის უწყებების მიერ.

გერმანული ენის შესწავლა შეგიძლიათ აქ:

გერმანული ენის შესწავლა ონლაინ

გერმანული ენის კურსები მსოფლიო მასშტაბით

აირჩიეთ ქვეყანა, რათა თქვენს სიახლოვეს იპოვოთ გერმანული ენის კურსები ან გერმანული ენის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობები.

სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არ არის ჩვენთვის ცნობილი ინსტიტუტი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა გერმანული ენის შესწავლა ან გერმანული ენის გამოცდის ჩაბარება. ცნობილია თქვენთვის ასეთი ინსტიტუტის შესახებ?
გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ.

ცნობილია თქვენთვის ისეთი ინსტიტუტის არსებობის შესახებ, რომელიც გთავაზობთ გერმანული ენის კურსებს ან გამოცდებს და რომელიც არ არის აქ წარმოდგენილი?
გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ.

Tbilisi

Goethe-Institut Georgien
Do you know of a school with German courses or German tests that is not listed here?
Please let us know.